სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
202123242526
27282930 

2020-09-02 - რეგიონული თეატრების ფესტივალი სენაკში

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი, პირველ სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით, გაიხსნა. თეატრალური ხელოვნების დღესასწაულის გახნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ თორია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი, რეგიონული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინელი ჭანკვეტაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, აფხაზეთის მთვარობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, თეატრალური სფეროს და ხელოვნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონსტანტინე გამსახურდიას რომანის მიხედვით, გოჩა კაპანაძის რეჟისურით დადგმული სპექტაკლი - ,,მთავარის მოტაცება“, გმირისა და ეპოქის ჭიდილზე მოგვითრობს. დიდი სულიერი არისტორკატიზმისა და ინტელექტის მატარებელი გმირები, რომლებიც ვერასოდეს იქცეოდნენ მასად და ბრბოდ, სამწუხაროდ, წითელმა ტერორმა შეიწირა. ეს არის სპექტაკლი გაუტეხავი სულის ადამიანებზე, რომლების არასდროს წავლენ კომრომისზე საკუთარ თავთან. კონსტანტინე გამსახურდიას უკვდავი რომანის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი განსაკუთრებით შეერწყა ისტორიული ციხე-ქალაქის გარემოს და ორიგინალური რეჟისურით, მსახიობთა მაღალპროფესიონალური შესრულებით, შთამბეჭდავი მუსიკალური თემებით, მაყურებელთა განსაკუთრებული ოვაცია დაიმსახურა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31