სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
59
18
25
262730 

2020-07-31 - სენაკში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ წუთებში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დასასვენებელი პარკისა და საკალათბურთო მოედნის მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს იქნება კეთილმოწყობილი და გამწვანებული ადგილი, სადაც ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდებიან, მაცხოვრებლები კი - უსაფრთხო და კომფორტულ დასვენებას შეძლებენ. პროექტს, ღირებულებით 179 777 ლარი, შპს ,,აფო“ ახორციელებს. შპს ,,კოლხიდამ",ამ ლოკაციის მიმდებარედ, აკაკი ელიავას მეორე ჩიხში, გზის სარებილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა. სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული 54 ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით - 10 ობიექტზე, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ 13 ობიექტზე, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ დროისთვის, 28 ობიექტზე, სამუშაოები დასრულებულია.

Facebook

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31