სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
59
18
25
262730 

2020-07-29 - ვიზიტი პროექტის ფარგლებში

დღეს, პროექტის - ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’', ფარგლებში, სენაკს UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბეთლემში იმყოფებოდნენ, სადაც პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტი - ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’', რომლის ღირებულება 80 000 ლარს შეადგენს, ხორციელდება საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) - ფაზა 2-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’’ - ნოქალაქევში, მდ. ტეხურის ხეობაში, რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, მოწყობილია შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, ასევე დასრულებულია 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები - ღია ბაზრობის - ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე, იგეგმება ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმის მოწყობა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31