სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
59
18
25
262730 

2020-07-29 - თანადგომის აქცია მერიისა და წითელი ჯვრის პროექტის ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროგრამა - ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის”, გრძელდება. დღეს, პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდათ. საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისადმი თანადგომის აქციის მიმდინარეობას სენაკის მუნიპალიტეტის მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნიკოლოზ შამათავა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ხელმძღვანელი, რომან ავალიანი გაეცნენ. დარიგების პროცესში მონაწილეობა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა მიიღეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31