სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
59
18
25
262730 

2020-07-28 - ჰეპატიტის დღე, სენაკში, სკრინინგ აქციით აღინიშნა

დღეს, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, სკრინინგ აქცია გაიმართა, რომლის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.

ამ წუთებში, პილოტური პროგრამის ფარგლებში, სენაკის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება და კლინიკა ,,არქიმედე“ - C ჰეპატიტის სკრინინგ გამოკვლევას, დევნილთა პოლიკლინიკის მობილური ბრიგადები კი - დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, გასვლით სკრინინგს ატარებენ.

7 წლის წინ, საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოების, მედიკოსებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, მიიღო გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე - დაწყებულიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რის შედეგადაც, C ჰეპატიტისგან 65 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა და საქართველო გლობალური ლიდერი გახდა.


#StopC
#შენC
#დროაგანიკურნო

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31