სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
59
18
25
262730 

2020-07-23 - ვიზიტი კოლხეთის ეროვნულ პარკში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს წევრთან, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო ცაგურიასთან, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტთან, მარინე კვარჭაიასთან და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორთან, ლევან უჩანეიშვილთან ერთად, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორს, დავით გრიგოლიას შეხვდა.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, კოლხეთის ეროვნულ პარკში, ტურისტებს, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე, სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

დაიგეგმა ეკო-საგანმანათლებლო ტურები.

ლევან კუპრეიშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად, ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, მოისმინა პრეზენტაცია კოლხეთის ეროვნული პარკის დაარსებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

#იმოგზაურესამეგრელოში
#აღმოაჩინე_ის_რაც_შენია
#MYGEORGIANMEMORIES

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31