სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
59
18
25
262730 

2020-07-22 - მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვა დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი დაიწყო.

დღეს, მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის - ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’ ფარგლებში, ბიზნეს-ანალიტიკოსმა, გვანცა სადილიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩაატარა.

პროექტი, რომელიც ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმის წარმოების გამჭვირვალე პროცესებს, ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობას და შემცირებულ ბიუროკრატიას.

რეფორმის ფარგლებში დასანერგი ელექტრონული მოდულები ერთიანდება სამ ძირითად პლატფორმაში:

ms.gov.ge - ონლაინ განცხადებების მართვის სისტემა

mm.gov.ge - ერთიანი ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა

maps.gov.ge - გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემა

პროექტი„საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 ივნისის N1334 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2019 წლის 16 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31