სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
59
18
25
262730 

2020-07-21 - თანადგომის აქცია მერიისა და წითელი ჯვრის პროგრამის ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროგრამის ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის” ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, ჰუმანიტარული ტვირთი დაურიგდათ. დარიგების პროცესში მონაწილეობა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა მიიღეს. საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისადმი თანადგომის აქციის მიმდინარეობას სენაკის მუნიპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნიკოლოზ შამათავა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ხელმძღვანელი, რომან ავალიანი გაეცნენ. თანადგომის აღნიშნულ აქციას წინ უსწრებდა უფასო სამედიცინო აქციები - ნოსირის, გეჯეთის, ძველი სენაკისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. პროგრამას, ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის”, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების უფასო სამედიცინო მომსახურეობას და მათთვის, დახმარების სხვადასხვა სერვისებს მოიცავს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ. პროგრამის ინიციატორია სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31