სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-30 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

დიდი სიხარულითა და სიამაყით ვულოცავ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გამორჩეულ პედაგოგს, ტოლია (უტა) კილასონიას, კიდევ ერთ დიდ წარმატებას - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის, მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას.

წლების მანძილზე, ახალგაზრდა პედაგოგმა, მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში, მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით, საუკეთესო შედეგებს მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით, სკოლამ მრავალგზის მოიპოვა წარმატება პრესტიჟულ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, მას, მასწავლებელთა პროფესიული ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

ეს არის სკოლის, მშობლიური სენაკის, ქვეყნის წარმატება მომავალი თაობისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების შეთვისების, მეცნიერული და ინოვაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საქმეში.

ღირსეულ პედაგოგს, გულითადად ვუსურვებ შემდგომ მიღწევებსა და გამარჯვებებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი

 

Facebook

 

 

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31