სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-30 - რეაბილიტაციის პროცესი ტაბიძისა და ნარმანიას ქუჩებზე

სენაკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ამ ეტაპზე, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით - 30, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ 9 ობიექტზე, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამ წუთებში, ტაბიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ ახორციელებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს იგორ ნარმანიას პირველ ჩიხში. სამუშაოებს შპს ,,კოლხიდა“ ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ტაბიძისა და ნარმანიას ქუჩებზე, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31