სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-12 - ონლაინ ჩართვა , ,,თანაბარი შესაძლებლობები შშმ პირთათვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირი საქართველოსთვის პროექტის ,,თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ ფარგლებში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ონლაინ შეხვედრაში - ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“, მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებმა - მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნატალია ხუბუამ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ კუპრეიშვილმა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა მიიღეს. მრგვალი მაგიდის მიზნების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ, ლიკა კილაძემ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების გზამკვლევი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გააცნო. ონლაინ შეხვედრა, თემაზე - ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების საჭიროებები და გამოწვევები“ დისკუსიით დასრულდა. უახლოეს პერიოდში, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, მორიგი სხდომის ჩატარებას, ონლაინ რეჟიმში გეგმავს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31