სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-11 - ერთად ვაკეთოთ სიკეთე...

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, სენაკელმა ბიზნესმენმა ლაშა ახალაიამ, ხოფერიას ქუჩაზე მცხოვრებ ხანძრისგან დაზარალებულ სამი შვილის დედას, ნათია მიქაძეს, საყოფაცხოვრებო ტექნიკა - მაცივარი გადასცეს, რომელიც, ოჯახს, ბიზმესმენმა ლაშა ახალაიამ შეუძინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ,,ხანძრით დაზარალებულთა პროგრამის" ფარგლებში, ოჯახს ფულადი დახმარება გაუწია. ასევე, სოციალური აქტივობის კუთხით, მათ, სასურსათო პროდუქტები გადასცა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელი ქველმოქმედება, ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენისთვის, პირველი არ არის. ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მერიის მიერ გაცემული სოციალური დახმარებების პარალელურად, მისი დაფინანსებით, 40 შეჭირვებულ ოჯახზე გაიცა სასურსათო პაკეტები. ასევე, ქველმოქმედის დაფინანსებით, 210 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, 14 თვის მანძილზე ღებულობდა ფულად დახმარებას.

#ერთადვაკეთოთსიკეთე
#თანადგომისმორიგიაქცია

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31