სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
10111213
1719212223
242527282930
31 

2020-05-16 - გოლასკურში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის სინამდვილეში უპრეცედენტო პროექტი - გოლასკურის უბანში, 7,5 კმ. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი ს.ს. ,,არქეოპოლისის“ დამფუძნებელთან და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, დემურ გადელიასთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, გზის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულებამ 2 364 841 ლარი შეადგინა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. სამუშოები სს ,,არქეოპოლისმა“ შეასრულა. გზის პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა. გასულ წელს, ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე, პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებული დაპირდა. საავტომობილო გზის რეაბილიტაციამდე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ასევე გადაწყდა გოლასკურელთა წინაშე მდგარი გარე განათების ქსელის მოწყობის პრობლემა. გოლასკურის ცენტრში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი პარკიც.
#განახლებულისაგზაოინფრასტრუქტურა
#მეტიახალიგზაქალაქსდასოფელს
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2020

Facebook
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31