სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
10111213
1719212223
242527282930
31 

2020-05-06 - ონლაინ შეხვედრა სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე ფერმერებთან

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, დისტანციურ სამუშაო შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. სახელმწიფო რწმუნებულმა, ონლაინ შეხვედრა, ამჯერად, რეგიონში კენკროვანი კულტურის მწარმოებლებთან და მეცხოველეობის სექტორში მომუშავე ფერმერებთან გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სენაკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, გიორგი ხარგელიამ, კენკროვანი კულტურისა და მეცხოველეობის სექტორში მომუშავე ადგილობრივმა ფერმერებმა მიიღეს. ალექსანდრე მოწერელიამ მათგან მოისმინა ინფორმაცია ყველა იმ საჭიროების შესახებ, რაც ფერმერებს პანდემიასთან ბრძოლის პირობებში შეექმნათ და მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

#გაიგერაკეთდება

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31