სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
10111213
1719212223
242527282930
31 

2020-05-06 - საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის

დღეს, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქტივობა განხორციელდა. თანადგომის აქციაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი გიორგი აფაქიძე ჩაერთო. სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 50 ბენეფიციარს სასურსათო ნობათები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, სენაკელმა ბიზნესმენმა გიორგი აფაქიძემ გადასცეს. აღნიშნულ აქციას წინ უსწრებდა შემდეგი საქველმოქმედო ღონისძიებები: სოციალური აქტივობების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ ბენეფიციარებს - მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, შშმ პირებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო პაკეტები შეუძინა და გადასცა. ასევე, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 200 ბენეფიციარს კვების პროდუქტები გატანით მიეწოდება. თანადგომის აქციებში კერძო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელებიც ჩაერთნენ. სოციალური აქტივობა თანმიმდევრულად გაგრძელდება.
#გაიგერაკეთდება
#სენაკისმუნიციპალიტეტისმერია

Facebook
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31