სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-23 - ხანდაზმულ ბენეფიციარებზე საკვები პროდუქტების შინმიტანის პროცესი

სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებზე კვების პროდუქტების გაცემა ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. ცენრტის 70 წელს გადაცილებულ 25 ბენეფიციარს დღიურ ულუფას მოხალისეები საცხოვრებელ სახლებში აწვდიან. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და მოხალისეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ცენტრის ხანდაზმულ ბენეფიციარებზე საკვები პროდუქტების შინმიტანის პროცესში. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრის 200 ბენეფიციარს კვების პროდუქტები გატანით მიეწოდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31