სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-23 - სენაკში მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალის წარმომადგენლებმა სენაკის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეების ჯგუფს ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეშვილი ესწრობოდნენ, მოხალისეებს სათანადო კონსულტაციები გაეწიათ. მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი დაკომპლექტდა მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც რისკ ჯგუფში მყოფ ბენეციარებს დაეხმარებიან. მოხალისეებმა, საჭიროების მიხედვით, ასევე უნდა უზრუნველყონ: ბენეფიციარებისთვის უფასო სასადილოდან საკვები პროდუქტების შინმიტანა; საბავშვო და ბაგა-ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესში მონაწილეობის მიღება; ბანკებში, კვების ობიექტებსა და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების მოწესრიგება. აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31