სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-19 - სამუშაოები კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. დღეს, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, სადეზინფექციო სამუშაოები წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე, დამუშავდა სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახლადრეაბილიტირებული შენობა. დღეს, სადეზინფექციო სამუშაოები მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრშიც ჩატარდა, სადაც ბენეფიციარებს საკვები პროდუქტი, ყოველდღიურად, შეუფერხებლად მიეწოდებათ. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.

#StopCov
#დაიცავისაკუთარითავი
#დაიცავისხვა

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31