სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-19 - პროდუქტები სოციალურად დაუცველი 340 აღსაზრდელის ოჯახზე გადანაწილდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს საბავშვო და ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, სკოლამდელი აღზრდის სექტორში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი 340 აღსაზრდელის ოჯახზე გადანაწილდა. კვების პროდუქტების გაცემის პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან, საბავშვო და ბაგა-ბაღების დირექციასთან ერთად დაესწრნენ. ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, სადეზინფექციო სამუშაოები დასრულებულია.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31