სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-13 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის

16 მარტიდან, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის.

გადაწყვეტილება არ შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს, სამსახურებისა და განყოფილების ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მერიის საქმიანობის ეფექტურობაზე.

16 მარტიდან, მუნიციპალიტეტში არსებული საბჭოსა და კომისიების სხდომები, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობები არ ჩატარდება.

დროებით შეჩერდება მოქალაქეთა მიღება.

ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევა, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

მოგიწოდებთ, მოგვმართოთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა!

#StopCov

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია:
📞ცხელი ხაზი: 599 07 74 64
📧ელ.ფოსტა: senakismeria@gmail.com
📍Fb: https://bit.ly/2Q8mG24

☎️ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
☎️დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001

 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31