სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-11 - სადეზინფექციო სამუშაოები მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის

დღეს, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მოსწავლეთა საჯარო სკოლებში ტრანსპორტირებას ემსახურება. მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ,,საჯარო სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩართული 45 ავტოსატრანსპორტო საშუალება დეზინფიცირდა. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია დაესწრნენ. სამუშაოებს ინდ. მეწარმე დავით ბჟინავა ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპისთვის, სადეზინფექციო სამუშაოები ასევე დასრულებულია მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31