სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-10 - საქართველოს პრეზიდენტი სენაკში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, დღეს, სენაკს ესტუმრა.

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, ადგილობრივ მეწარმეს ალეკო პაპავას ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო სწავლებას დაესწრო.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოდგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია ფონდ ,,ქართუს’’ მხარდაჭერით ხორციელდება და თავისი მასშტაბით უპრეცენდენტოა თეატრის ისტორიაში.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას და მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკო.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31