სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-08 - 84 წელი აფხაზეთის ომში დაღუპული გენო ადამიას დაბადებიდან...

დღეს, მშობლიურმა ქალაქმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, ქვეყნის სიყვარულით გულანთებული თანაქალაქელის, გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო. 8 მარტს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ გენერალ-მაიორს 84 წელი შეუსრულდებოდა. გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. გენო ადამიამ, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან, მოხალისენი შემოიკრიბა. ის თანამებრძოლებთან ერთად ბოლომდე იბრძოდა, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე და მცირე ძალებით, მაგრამ მაინც ცდილობდა მტერთან გამკლავებას. 1993 წლის 28 სექტემბერს, გენო ადამია კოდორის ხიდთან მაშინ მოკლეს, როცა სოხუმში შესვლას ცდილობდა. ოთხი თვის შემდეგ, მისი ნეშტი, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს. ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით, გმირების მშობელი ქალაქი, თავის გამორჩეულ შვილებს არასოდეს დაივიწყებს!

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31