სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2526272829

2020-02-13 - შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ექვს პირს გადასაადგილებელი ეტლები უსასყიდლოდ გადასცეს. პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, გადასაადგილებელი ეტლი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 შშმ პირს უსასყიდლოდ გადაეცა. ეტლების ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა, მერიის მხარდაჭერითა და ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის - LDS Charities თანამონაწილეობით, მეხუთე წელია რაც ხორციელდება.
#შესაძლებლობებიშეუზღუდავია

Facebook
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31