სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2526272829

2020-02-13 - საერთო კრება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 14-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტებისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი. დღეს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობასთან საერთო კრება და საჯარო კონსულტაცია გაიმართა. განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება: ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ბათარიაში, საბავშვო ბაღი სრულად რეაბილიტირდება და აღიჭურვება საბავშვო ატრაქციონებით. სოფელ სახარბედიოში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები. მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილე დინარა ხარბედია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გიგლა ელიავა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მენჯის მცხოვრებლები დაესწრნენ. ორ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაფინანსებელი პროექტები უკვე შერჩეულია. მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში. 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31