სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2526272829

2020-02-13 - საერთო კრება ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიმდინარე წელსაც განხორციელდება. სენაკის მუნიციპალიტეტში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან საერთო კრებები დღეს, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო. სოფლებში, ახალსოფელსა და ისულაში გამართულ საერთო კრებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში რიმა ბოჯგუა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალსოფლის მცხოვრებლები დაესწრნენ. ,,მოხარული ვარ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მოსახლეობა თავად ირჩევს, თუ რომელი პრობლემა მოგვარდეს, რაც, თავის მხრივ, პროექტის აუცილებლობასა და ეფექტურობაზე მიუთითებს. დასაფინანსებელი პროექტების პარალელურად, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდება სოფლის ბიბლიოთეკა და აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საექიმო ამბოლატორია“ - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა დღეს, დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა. კერძოდ - ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის საგადელიოს უბანში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები. სოფელ ახალსოფელში შემოიღობება სახნავ-სათესი ნაკვეთების ნაწილი. კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრში მდებარე მგზავრთა მოსაცდელი. სოფელ ისულაში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები. მსგავსი კრება/კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი.

#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სამეგრელო2020
#სენაკი2020

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31