სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2526272829

2020-02-07 - შეხვედრა ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის ფარგლებში

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროექტის ფარგლებში, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან რამაზ კუპრეიშვილთან ერთად, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) თავმჯდომარეს ვახტანგ ჭედიშვილს, ბიზნეს ანალიტიკოს გვანცა სადილიანს და პროექტის კოორდინატორს თემურ კაკრიაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტი და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ მიმართულებას - ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების, ელექტრონული განცხადებებისა და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემებს გააერთიანებს. სისტემის შექმნაზე ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოსი გვანცა სადილიანი მუშაობს. პროექტის შედეგად, მოქალაქეებისთვის მუნიციპალურ სერვისებზე წვდომა გამარტივდება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ნაკლებ ბიუროკრატიას, მეტ გამჭვირვალობასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31