სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-07 - ,,სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის"

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალების განვითარების პროგრამის კოორდინატორს ნინო სამადალაშვილს შეხვდა. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ინგა ქარდავა და ნიკოლოზ შამათავა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ხელმძღვანელი რომან ავალიანი ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროგრამის ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის” განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების უფასო სამედიცინო მომსახურეობას და მათთვის, დახმარების სხვადასხვა სერვისებს მოიცავს. პროგრამის ინიციატორია სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31