სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-05 - იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

დღეს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, სენაკის მუნიციპლიტეტში, უკვე მეორედ აღინიშნა. ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართულ წიგნის საჯარო კითხვის მარათონს, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალიტეტის განათლების სექტორის წარმომადგენლები და მოსწავლეები შეუერთდნენ. წიგნის მოყვარულებმა სხვადასხვა ავტორთა ნაწარმოებებიდან საყვარელი ნაწყვეტები წაიკითხეს. ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, შეერთებოდა წიგნის საჯარო კითხვის აქციას. გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობასა და მომავალ თაობაში წიგნის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და ამ აქციის მონაწილეების რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს. საქართველოში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, უკვე მეხუთედ იმართება და მას ორგანიზებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაცია "Litworld"-ი უწევს. პროექტის მიზანია, წიგნის კითხვის მარათონში ქართული საზოგადოების ჩართულობით, მიმზიდველი გარემოს შექმნა და მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის კიდევ მეტად წარმოჩენა. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის.
#წიგნისსაჯაროდკითხვისმსოფლიოდღე
#WorldReadAloudDay
#WRAD20

Facebook
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31