სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
1920212225
262728 

2020-01-04 - უწმინდესის დაბადების დღე სენაკში, საზეიმო კონცერტით აღინიშნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 87-ე წლისთავი, დღეს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, საზეიმო კონცერტით აღინიშნა.

ღვაწლით დამაშვრალი ერის სულიერი მამის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით პირველად გაიმართა, მონაწილეობა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და სამხატვრო სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.

ეკრანზე გაცოცხლებულმა კადრებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთეს უწმინდესის სიდიადე, მისი განუზომლად დიდი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე.

ღონისძიებას სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სასულიერო პირები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, მუსიკალური სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31