სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13567
81114
151718192021
22262728
29 

2019-12-31 - საახალწლო გალა-კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე

საახალწლო გალა-კონცერტი ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, DJ wonderland-მა გახსნა.

კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა შოუ-ბიზნესის ცნობილმა სახეებმა და ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სენაკელებს ახალი 2020 წელი ცნობილი ქართული და უცხოური ჰიტებით მიულოცეს თამარ ლილუაშვილმა, გიგი ადამაშვილმა, ფოლკლორულმა ჯგუფებმა ,,კოლხურმა ტრიომ“, ,,ეგრისმა“, ვაჟთა ანსამბლმა.

შოუს ბექა ლაგვილავა უძღვებოდა.

საახალწლო გალა-კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობა ახალ-წელს და გისურვებთ, რომ 2020 - ბედნიერების, სიყვარულის, ზღაპრული სიახლეების, სიკეთისა და უფლის უსაზღვრო წყალობით გამთბარი წელი ყოფილიყოს!

#HappyNewYear
#NewYear2020

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31