სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13567
81114
151718192021
22262728
29 

2019-12-31 - შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან

ახალი წლის დადგომამდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა.

შეხვედრას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ცენტრის დირექტორი ჯუმბერ ლაშქარავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,სპორტი და ახალგაზრდული პოლიტიკა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2019 წელი გამორჩეული იყო მრავალფეროვანი სპორტული მიღწევებითა და ასპარეზობებით.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის.
ამაყი ვარ, რომ სენაკელმა სპორტსმენებმა საერთაშორისო, რესპუბლიკურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ტურნირებსა და ჩემპიონატებში წარმატებით იასპარეზეთ.
დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ და კიდევ უფრო დიდ წარმატებას გისურვებთ“ - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და დასძინა, რომ 2020 წელს სენაკს თანამედროვე სტანდარტების ხუთი განახლებული სპორტული მინი მოედანი შეემატება.
ჩვენი სპორტსმენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის კუთხით კი, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება.

 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31