სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
39
1016
171923
242930

2019-11-27 - ,,ფერმერთა მონაწილეობის ხელშეწყობა პოლიტიკურ პროცესებში“

დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ახორცილებს პროექტს ,,ფერმერთა მონაწილეობის ხელშეწყობა პოლიტიკურ პროცესებში“. აღნიშნული პროექტი, რომლის მხარდამჭერია, ,,ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED), საქართველოს ოთხ რეგიონს - იმერეთს, გურიას, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთს მოიცავს. შეხვედრის მიზანია ფერმერთა პროფკავშირის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების გაცნობა, სამომავლო პერსპექტივები, ფერმერთა პრობლემებისა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31