სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
39
1016
171923
242930

2019-11-26 - ,,შემოდგომის ფესტივალი

დღეს, სენაკის მეორე საბავშვო ბაღის (გამგე - თინაზ დარასელია) აღსაზრდელებმა მოწვეულ სტუმრებს, მშობლებსა და თანატოლებს კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება მიუძღვნეს. ბუნებაში სიცოცხლის ჭკნობის ეს დიდებული დრო - იდუმალი შემოდგომის პეიზაჟები, ფოთოლთა ზეიმი, გვიანი შემოდგომის ჭირნახული, ეთნოგრაფიული კუთხეების მრავალფეროვნება, პედაგოგების, მშობლებისა და აღსაზრდელების ჩართულობით წარმოდგენილი თემატურ-მხატვრული კომპოზიცია - პატარა გოგო-ბიჭებისთვის განსაკუთრებულ დღეს სანახაობრივად საინტერესოს ხდიდა. ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების სფეროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჟიურიმ გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები და მათ სიგელები გადასცა. ,,შემოდგომის ფესტივალი“ მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში გაიმართა და დღეს, მეორე საბავშვო ბაღში, გამორჩეული აქტივობით დასრულდა.
#შემოდგომაბაღებში
#შემოდგომისზეიმი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31