სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
39
1016
171923
242930

2019-11-21 - საბავშვო და ბაგა-ბაღებში ინვენტარის განახლების პროცესი გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საბავშვო და ბაგა-ბაღებში საჭირო ინვენტარის განახლების პროცესი გრძელდება. დღეს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან და გაერთიანების დირექტორის მოადგილე რუსუდან მიშველიასთან ერთად, ქალაქის მეორე საბავშვო ბაღსა და მეექვსე ბაგა-ბაღს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით შეძენილი ინვენტარი გადასცა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ საბავშვო სკამები, სათამაშოებისა და ტანსაცმლის კარადები და სხვა საჭირო ინვენტარი ასევე გადასცა ქალაქის პირველ, მეორე, მესამე ბაგა-ბაღებს, სოფლად - კოტიანეთის, ახალსოფლის, ლეძაძამეს, ძველი სენაკის მეორე, ფოცხოს პირველ და მეორე საბავშვო ბაღებს. მუნიციპალიტეტის მერიამ, აღნიშნული ინვენტარის შესაძენად, ქალაქის ხუთი და ადმინისტრაციული ერთეულის ექვსი საბავშვო ბაღისთვის, 4 760 ლარი გამოყო.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31