სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
39
1016
1719212223
24252627282930

2019-11-02 - ,,ეგრისობა 2019" - კულტურისა და ტრადიციების დღესასწაული

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, იქ, სადაც წინაპართაგან ნაკვეთი ქონგურები ათასწლეულებს ითვლიან, ტრადიციისამებრ, ,,ეგრისობის’’ სახალხო დღესასწაულის ძირითადი ნაწილი გაიმართა. სახალხო დღესასწაულს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), სამღვდელოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მოადგილეები - ნინო ვიბლიანი, დავით ვერავა, ლუდუკი ხასია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და თვიმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 26 წლიანი ინტერვალის შემდეგ, ,,ეგრისობა’’ მეექვსედ შეეგება დღესასწაულის სტუმრებს ჩვენი კუთხის ტრადიციების და თანამედროვე მიღწევების მრავალფეროვანი და ახლებური წარმოჩენით, ფოლკლორისა და თანამედროვეობის ჰარმონიული სინთეზით, ძველკოლხური პეწითა და ლაზათით. ციხე-ქალაქში თავმოყრილ ყველა თაობის სტუმარს ახლად დაფუძნებული ყველის ფესტივალი, სენაკის ადმინისტრაციული ერთეულების, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრების მიერ ორგანიზებული ეთნოგრაფიული კუთხეები, მეგრული სამზარეულოს მრავალფეროვნება, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა მასპინძლობდა. აქვე გაიმართა დეგუსტაცია და მასტერკლასები ყველის კერძების მომზადებაში, აგროპროდუქციის ნაირსახეობის გამოფენა. ,,ეგრისობის’’ სახალხო დღესასწაული საზოგადოებას მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, ქალაქ ბელაია ცერკოვის ვიცე მერებმა: ინნა ნოვოგრებსკაიამ და კატერინა ლიტვინენკომ. ,,სენაკის საპატიო მოქალაქის’’ წოდება მიენიჭათ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია), ღვაწლმოსილ ექიმს ცისანა შარტავას, საქართველოს პარლამენტის წევრს, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატს ოთარ დანელიას, წარმატებულ მეწარმესა და ქველმოქმედს რეზო გარუჩავას, ისრაელში, ქალაქ ბერშავში მოღვაწე სენაკელ ებრაელს, დამსახურებულ ქორეოგრაფს დავით ეფრემაშვილს, სენაკის კოლორიტს, ყველა თაობის ,,ღიმილის ბიჭს“ გოჩა ლომიას. პროფესიულ სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ,,სენაკზე მზრუნველის’’ წოდება მიენიჭა ასირიელ გოგი აშკაშიძეს. ,,ეგრისობის“ დღესასწაული გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა. საღამოზე, რომელსაც მსახიობი გიორგი ჭანტურია უძღვებოდა, მონაწილეობა ანსამბლმა ,,შვიდკაცამ“, ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა: ,,კოლხურმა ტრიომ’’, ვაჟთა ანსამბლმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა - ,,კუჩხიბედინერი’’, ,,კოლხი’’, ,,ლილე’’, ,,ოცნება’’ და ,,სენაკი’’ - მიიღეს. სახალხო დღესასწაული, სტუმრებსა და მონაწილეებს, ,,ეგრისობა 2020-მდე" დაემშვიდობა.

#ეგრისობა2019
#ესსენაკია

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31