სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
39
1016
1719212223
24252627282930

2019-11-02 - ,,ეგრისობის" სახალხო დღესასწაული ქალაქიდან დაიწყო

დღეს, ,,ეგრისობის’’ სახალხო დღესასწაული, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების, სამეგრელოს ულამაზესი კუთხის წეს-ჩვეულებების, მიღწევების, ნიჭიერების წარმოჩენის ზეიმია, უკრაინელი სტუმრების, სენაკთან დამეგობრებული ქალაქის - ,,ბელაია ცერკოვის’’ დელეგაციის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და ადმინისტრაციული სამსახურის უფროს რამაზ კუპრეიშვილთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის შემდეგ, ღონისძიების სტუმრებმა, სამხატვრო გალერეაში, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, მწერლისა და სენაკის საპატიო მოქალაქის რეზო ადამიას პერსონალურ გამოფენაზე - ,,კოლხური ოდების’’ ციკლი და შემოქმედის თვალით დანახული ნოტრ-დამი’’ გადაინაცვლეს. გამოფენას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი თამარ სალაყაია, ,,ბელაია ცერკოვის’’ დელეგაციის წევრები, საგანმანათლებლო მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენაზე, მხატვარმა რეზო ადამიამ და სენაკის საპატიო მოქალაქემ, დამსახურებულმა ექიმმა პაატა ქურდოვანიძემ ისაუბრეს გამოფენის მნიშვნელობასა და სენაკის კულტურის გამორჩეულად მდიდარ ისტორიაზე. 🇬🇪საქართველოს ეროვნული გმირის, სენაკის გამორჩეული შვილის ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სტუმრობის შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ პარკში, გვირგვინებით შეიმკო ქვეყნის თავისუფლებას შეწირული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი. ქალაქის ცენტრალურ სკვერში, სპორტის ეროვნულ სახეობებში გამართული აქტივობების დათვალიერების შემდეგ, დღესასწაულის სტუმრები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული მოკლე ტურის დასრულებისთანავე, მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცეტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში ,,ეგრისობისადმი’’ მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელსაც, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სტუმრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ლუდუკი ხასია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია შეუერთდნენ. დღესასწაულის ძირითადი ნაწილი, ნოქალაქევში, ქუჯის სამეფო ქალაქ ციხე-გოჯში, 16 საათიდან დაიწყება.

#ეგრისობა2019
#ესსენაკია

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31