სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-28 - მზადება, სახალხო დღესასწაულისთვის -,,ეგრისობა 2019” დაწყებულია

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, ,,ეგრისობა 2019-ის“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი კახაბერ კუპრეიშვილი ჯგუფის წევრებთან ერთად, ნოქალაქევის უძველეს ციხე-ქალაქში იმყოფებოდნენ, სადაც დეტალურად იქნა განხილული სახალხო დღესასწულის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. 2 ნოემბერს, სახალხო დღესასწაული ,,ეგრისობა” სანახაობრივად მრავალფეროვანი ღონისძიებებით უმასპინძლებს სენაკთან დაძმობილებული ქალაქების დელეგაციებს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა თაობის სენაკელს და სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, მოკლე ტურები, ეთნოგრაფიული კუთხეების, ხალხური რეწვისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენები, ყველის ფესტივალი, საპატიო სენაკელების წარდგენა-დაჯილდოების ცერემონიალი. დღესასწაულს დაასრულებს გრანდიოზული გალა -კონცერტი ცნობილი ქართველი შემსრულებლების, ანსამბლ ,,შვიდკაცას“ და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. 

#ქუჯისქალაქშიისტორიისსუნთქვაიგრძნობა
#კულტურისდატრადიციებისდღესასწაული
#ეგრისობა2019
#ესსენაკია

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31