სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-24 - ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ფინანსური მართვის საკითხებზე

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება - ფინანსური და სააღრიცხვო სისტემები’’ ფარგლებში, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურების წარმომადგენლებისთვის, დაიწყო ტრენინგი ფინანსური შემოსულობების პროგნოზირების (gash flow-ის შემოსავლების ნაწილი) გეგმის შედგენის საკითხებზე. ფინანსური მართვის თემაზე ორდღიან სამუშაო შეხვედრას, საკონსულტაციო კომპანია ,,კარდინო’’, მეორე რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების (SRMIDP) პროგრამის ფარგლებში, კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. ტრენინგს, პროგრამის ექსპერტი, პროფესორი შოთა მურღულია უძღვება. აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31