სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316171819
20212223242526
2728293031 

2019-10-08 - სენაკს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა შეემატება

უახლოეს დღეებში, სენაკის მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება. ამ ეტაპზე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებული კეთილმოწყობილი სამუშაო ოთახებით, სამედიცინო აპარატურის და მედიკამენტებისთვის განკუთვნილი სათავსოებით, სველი წერტილებით, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურში ყველა სათანადო პირობაა შექმნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობისა და აქ დასაქმებული კვალიფიციური კადრების სრულფასოვანი მუშაობისთვის. შესრულებული სამუშაოები, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ვახტანგ ფაცაციასთან ერთად, დაათვალიერა

#განახლებულიინფრასტრუქტურა
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31