სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-07 - ,,მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი...“

დღეს, სასტუმრო ,,ვერსალის“ საკონცერტო დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტში მოღვაწე თმაშევერცხლილ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს მიეძღვნა ღონისძიება ,,მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი...“ მასწავლებელთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითთმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც თეიმურაზ კუბეციას მიჰყავდა, მონაწილეობა მიიღეს ,,კოლხურმა ტრიომ“ და ვაჟთა ანსამბლმა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა, სიმბოლურად და მოკრძალებულად მოელოცა თქვენთვის დღევანდელი დღე, რომელიც დღე სასწაულად აღიქმება მათთვის, ვისაც უსწავლია, სწავლობს და ისწავლის... ამ ღირშესანიშნავ დღეს ვულოცავ ყველა პედაგოგს, მაგრამ განსაკუთრებულად, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, იმ პედაგოგების წინაშე, რომელთაც მრავალწლიანი ღვაწლის შემდეგ დატოვეს მშობლიური სკოლის კედლები და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ნაყოფიერი და ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებს გადმოგცემთ. ყოველი თქვენგანი საპატიო და დასაფასებელია... ამ არაჩვეულებრივი პედაგოგების კოჰორტიდან, წელს, მერის სათათბირო ორგანოში - მრჩეველთა საბჭოს შემოსული განცხადებების საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხ პედაგოგს მიენიჭოს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება. ტრადიცია გაგრძელდება - ყოველწლიურად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს, მრჩველთა საბჭოში შემოსული კორესპონდენციებისა და საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსახურებული და ღვაწლმოსილი პედაგოგები სენაკის საპატიო მოქალაქის წოდებას მიიღებენ.“ - ამ სიტყვებით მიესალმა იქ მყოფთ საღამოს იდეის ავტორი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ თაობათა აღმზრდელ დამსახურებულ პედაგოგებს - ნორა გადელიას, ომიანა(ნუნუ) გურჩიანს, ლამარა ლაზარიას, ირა კერძაიას. მასწავლებელებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და მათ ღვაწლზე ისაუბრეს სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა თამარ სალაყაიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ინგა ქარდავამ. თბილი და ამაღელვებელი ღონისძიება მომავალ წლამდე დაემშვიდობა პედაგოგებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31