სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-07 - სენაკს სკოლა-ლიცეუმის ახალი შენობა შეემატა

დღეს, სენაკში, კერძო სკოლა-ლიცეუმის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული შენობის გახსნა და საწავლო პროცესის განახლება საზეიმოდ აღინიშნა. გახსნის ცერემონიალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ნანა ნორაკიძემ ღონისძიების სტუმრებს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად, მაღალი სტანდარტებით წარმართვისთვის განხორციელებული სამუშაოები, განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საგანმანათლებლო კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. აღსანიშნავია, რომ სკოლის ახალ შენობაში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, კომპიუტერებით დაკომპლექტებული კლას-კაბინეტები და ბიბლიოთეკა მოემსახურება. სკოლა-ლიცეუმი ნაყოფიერი სასკოლო ცხოვრების 10 წელს ითვლის. დღეს, სასწავლო პროცესში, პედაგოგებთან ერთად 162 მოსწავლე ჩაერთო.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31