სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316171819
20212223242526
2728293031 

2019-10-05 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

ჩვენო ბრძენო, დაღლილო, მაგრამ დაუღლელო, ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.

სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული.

ახალგაზრდა თაობის აღზრდაში თქვენი როლი განუზომელია. უდიდესია თქვენი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე.

ამ ღირშესანიშნავ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ სენაკის მუნიციპალიტეტში მოღვაწე პედაგოგებს. ჩემთვის მისაბაძია ყველა ის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ეს გზა აირჩია და გადაწყვიტა ამ დიდ გამოწვევას შესჭიდებოდა.

მინდა უდიდესი მადლიერება და მოკრძალება გამოვხატო ღვაწლმოსილი, მხცოვნი პედაგოგების მიმართ და მათ მადლობა გადავუხადო ხანგრძლივი შემოქმედებითი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ჩემთვის ეს დღე გამორჩეულად ძვირფასია... ჩვენ ხომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. ბედნიერების და სიამაყის განცდა მეუფლება, როდესაც სასკოლო ცხოვრებას და ჩემს ძვირფას პედაგოგებთან გატარებულ ნაყოფიერ წლებს ვიხსენებ.

ჩვენო ღირსეულო პედაგოგებო, მინდა დიდი ხნის სიცოცხლე, სულის სიმხნევე და თქვენს უმნიშვნელოვანეს საქმიანობაში - წინსვლა და წარმატებები გისურვოთ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31