სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316171819
20212223242526
2728293031 

2019-10-05 - ,,ევროპის დღეები 2019" სენაკში

5 და 6 ოქტომბერს, ორი დღის მანძილზე, სენაკის მუნიციპალიტეტი უერთდება ყოველწლიურ ღონისძიებათა ციკლს „ევროპის დღეები - 2019“.

ღონისძიების ფარგლებში, დღესასწაული, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლაში - საგანმანათლებლო-ლიტერატურული კომპოზიციით ,,გზავნილები ევროპიდან...“ დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებმა, მრავალფეროვანი და საინტერესო კომპოზიციით, მაყურებელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ისტორიას, კულტურას, ხელოვნებასა და ღირებულებულებებს აზიარეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული საღამო საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარით - მოკლე ექსკურსი კლასიკური მუსიკისა და ქართული მხატვრობის ისტორიის, ფასეულობების შესახებ - დაიწყო და ყველა თაობისთვის ერთნაირად ახლობელი, კინო-მუსიკის შედევრებით დასრულდა.

ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს, განსაკუთრებული აქცენტები მასწავლებლის პროფესიულ დღესასწაულზე გაკეთდა. საღამოს წამყვანმა ლელა მიქაბაძემ დამწრეთ თითქმის საუკუნოვანი, დიდი კულტურული ტრადიციების მქონე სამუსიკო სკოლისა და სამხატვრო სკოლის ისტორია, ამ სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი პედაგოგები გაახსენა.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა და ჟიული შარტავას და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები მსურველთ ევროპელი მწერლების წიგნებისა და ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილ გამოფენებზე იწვევდნენ.

ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გამართული რაგბის ფესტივალი და სასპორტო გაერთიანების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტურნირი ძიუდოში ევროპის მემკვიდრეობის დღეებს მიეძღვნა.

ევროპული დღეების ფარგლებში, დღეს, სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები, ფოტო-მასალების, ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენები, სანახაობრივად დატვირთული ღონისძიებები გაიმართა ქალაქის პირველ, მეშვიდე, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ძველი სენაკის, თეკლათისა და უშაფათის საჯარო სკოლებში.

ღონისძიებათა ციკლს „ევროპის დღეები 2019 სენაკში“ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში, ჩვენი თანაქალაქელი ლელა გოგინავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორის წამომადგენლები დაესწრნენ.

2018 წელი, ევროკომისიის ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა. ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ 1985 წლიდან აღინიშნება.

ენების ევროპული დღე კი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2001 წელს დაარსდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. უკვე მესამე წელია, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ძალისხმევით, ქართული ენა წარმოდგენილია ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სხვადასხვა ქვეყანაში.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31