სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-27 - შეხვედრები ლეძაძამეს, ფოცხოს და უშაფათის მოსახლეობასთან

აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები  მოსახლეობასთან ინტენსიურად მიმდინარეობს.

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრები - სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - ლეძაძამეში, ფოცხოსა და უშაფათში - მოსახლეობას შეხვდნენ და  მათ საჭიროებებს ადგილზე  გაეცნენ.

ადგილობრივ მცხოვრებლებთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო. ასევე, აქცენტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების აუცილებლობაზე, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაკეთდა.

შეხვედრისას, დეტალურად იქნა განხილული მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები, რომელთა დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა. აღინიშნა, რომ ეტაპობრივად მოგვარდება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოქალაქეების წინაშე დგას.

 
მოსახლეობამ პრიორიტეტებად საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე არხების მოწესრიგების, ინტერნეტიზაციის, სპორტული მოედნების მოწყობის, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხები გამოკვეთა.

მსგავსი დისკუსიები  აქტიურად  გაგრძელდება.

#ხელისუფლებახალხისსამსახურში
#ჩვენვზრუნავთუკეთესიმომავლისთვის
#სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31