სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-21 - მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან, მათი პრობლემების ადგილზე გაცნობა, შესწავლა და გადაჭრის გზების მოძიება გრძელდება.

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - ჭალადიდში, თეკლათსა და ახალსოფელში - ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

შეხვედრისას, დეტალურად იქნა განხილული მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები, რომელთა დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა. მოსახლეობას ასევე მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, განხორციელებული სამუშაოების შედეგებზე.

პრიორიტეტებად გამოიკვეთა საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე არხების მოწესრიგების, ამბულატორიების, სკოლების რეაბილიტაციის, სპორტული მოედნების მოწყობის, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხები.

ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული შეხვედრის დროს, სხვა პრობლემატიკასთან ერთად, გამოიკვეთა ხე-ტყის დამზადებისა და ბორნის რეაბილიტაციის საკითხი. ამ კუთხით შექმნილ მდგომარეობას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზევე გაეცნენ.

დისკუსია მოსახლეობასთან, რომლის მიზანია საჭირბოროტო პრობლემების გადასაჭრელად ხელისუფლებისა და რიგითი მოქალაქეების უშუალო კომუნიკაცია, ქალაქს და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

 



#ხელისუფლებახალხისსამსახურში
#ჩვენვზრუნავთუკეთესიმომავლისთვის

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31