სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-20 - შეხვედრა ცნობილ არქიტექტორთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ცნობილ არქიტექტორს, სენაკის საპატიო მოქალაქეს ვახტანგ დავითაიას შეხვდნენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ქალაქ სენაკის ცენტრალურ სკვერში მდებარე, მოქანდაკე ვაჟა მელიქიშვილის ,,ხსოვნის მემორიალს“, რომლის არქიტექტურა ვ.დავითაიას, შ. ბოსტანაშვილს, გ.გეგელიას ეკუთვნის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მთლიანობის და კანონზომიერების სიმბოლო, გახლეჩილი კუბი, რომლის ჭრილში შესული ადამიანი ომის საშინელებით გაწამებულთა ტრაგიკულ გარემოში აღმოჩნდება, 35 წლის წინ, 1984 წლის 9 მაისს, სამამულო ომში დაღუპული სენაკელების ხსოვნის უკვდავსაყოფად გაიხსნა.

შეხვედრაზე, რომელსაც მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მწერალი ბორის დავითაია, არქიტექტორი ჯემალ გიგიბერია ესწრებოდნენ, საუბარი ,,ხსოვნის მემორიალის“ რესტავრაციას, მომავალი თაობებისთვის ძეგლის მნიშვნელობის გაცნობას და ძეგლის ბარილიეფის დამზადებას შეეხო.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31