სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-16 - შეხვედრა სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები, სენაკის ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

დევნილ მოსახლეობასთან უშუალო დიალოგში გამოიკვეთა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში გადასაწყვეტი პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, დასაქმების და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებს ეხებოდა.

შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, რომლებიც უშუალოდ დევნილთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო ინტეგრაციას, მათი დასაქმების, სხვადასხვა პროექტებში ჩართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, მოსახლეობასთან დისკუსიისას, ხაზი გაუსვა დევნილ მობინადრეთა ამხანაგობების შექმნის მნიშვნელობას, რაც პრობლემური საკითხების გამოკვეთასა და ეფექტურ გადაჭრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, კომპაქტურ ჩასახლებებში თანმიმდევრულად მოგვარდება გაზიფიცირების, სანიაღვრე არხების მოწყობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოწესრიგების, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პრობლემები. ახლო მომავალში, კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე, ასევე განხორციელდება სპორტული მოედნის მოწყობა.

ხელისუფალთა შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან, რომელიც საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად მათთან მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად, პერიოდულად გაგრძელდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31