სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181921222324
25262728293031

2019-08-09 - ლევან თეფანიას ხსოვნის უკვდავსაყოფად...

მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი, 27 წლის სენაკელი ლევან თეფანია 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.
 
გმირის გოგონამ, 10 თვის ნინიმ, მამის დაღუპვის დღეს, პირველად წარმოსთქვა „მამა“ და ატირდა...
 
ლევანი 9 აგვისტოს, დილით, მეუღლეს - ნატა ყალიჩავას ესაუბრა. ამშვიდებდა, რომ მალე დაბრუნებას შეძლებდა...
 
ბოლო სატელეფონო საუბრიდან მალევე ლევანის ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა...
 
ნატა 21 წლის ასაკში დაქვრივდა, ნინი - მხოლოდ 10 თვის იყო.
 
წყვილმა ერთად წელიწადი და 8 თვე იცხოვრა...
 
ლევანის დაღუპვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნატამ შეიტყო, რომ მეორე შვილი ეყოლებოდა...
 
მარიამი რვა თვის შემდეგ დაიბადა...
 
დღეს, გმირის სახელობის ქუჩაზე, თეფანიების ოჯახი, ლევანი სურვილისამებრ, ერთად ცხოვრობს, სადაც ბიძის მოსახელე პატარა ლევან თეფანიაც იზრდება...
 
დღეს, ლევან თეფანიას დაღუპვიდან მე-11 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სენაკელი ჯარისკაცის ხსოვნას.
 
 
#ისტორიებიგმირებზე
#დიდებაჩვენსგმირებს
#მშვიდობითმოვიგებთომს
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31