სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
410
11131417
181924
252831

2019-08-07 - მთელ საქართველოში, სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა

7 აგვისტოს, 23 საათზე, 2008 წლის აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, როგორც მთელ საქართველოში, სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა.

აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ, სწორედ სენაკმა იწვნია.

სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის და ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ მებრძოლები და სამი მშვიდობიანი მოქალაქე - მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები. მნიშვნელოვნად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა.

2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, კაპრალი თემურ ბოკუჩავა გმირულად დაეცა. კაპრალი ლევან თეფანია 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.

სენაკელი მებრძოლები - თემურ ბოკუჩავა და ლევან თეფანია გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდნენ მედლებით ,,მხედრული მამაცობისთვის“.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31